დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული მორიელის, მთვარე კი ელეგანტური და ეთიკური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორთან კამათს და ურთიერთობის გარჩევას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების, მუსიკალური და კომპიუტერული ტექნიკის, საჩუქრების და სუვენირების შეძენისთვის.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, კბილების და გრძნობის ორგანოების სამკურნალოდ. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, მარილიანი და ალერგიული საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.
აუდიოჩანაწერი