LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3223
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – დღეს ეცადეთ ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ. დღე კონფლიქტურია, ამიტომ არ აჰყვეთ პროვოკაციებს; საკამათო ფინანსური საკითხები მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტეთ. კარგია სახლის სველი წესით დალაგება, სარემონტო სამუშაოების წარმოება, რეცხვა და ფრჩხილების შეჭრა. პოზიტიური პერიოდია მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობა-თევზაობისა და საკუთარი კომპეტენციის წარმოჩენისთვის. კარგია მსხვილი შენაძენიც, ოღონდ მხოლოდ წინასწარ მოფიქრებული და გათვლილი. მოერიდეთ ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლასა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები 20 დღის განმავლობაში ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ კავშირებში იმატებს კრეატიულობა, ინტუიცია და მიმზიდველობა. გამოიყენეთ ეს ენერგია ურთიერთობების გასაღრმავებლად, თუმცა ფინანსურ თემებზე საუბრისას შეინარჩუნეთ დიპლომატია, რათა თავიდან აიცილოთ დაპირისპირება.

ჯანმრთელობა – სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. ეფექტურია ენდოკრინული სისტემის მკურნალობა, მასაჟი და კოსმეტიკური პროცედურები. კარგია თმის შეჭრა. მოერიდეთ ცხარე საკვებსა და ალკოჰოლს. სასურველია მეტი მოძრაობა, თუმცა მოერიდეთ სხეულზე ძლიერ თერაპიულ ზემოქმედებას.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, ოპალი, მარჯანი და ზურმუხტი მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია მწვანე, წითელი, შავი, ლურჯი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება თხის რქას და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, ლომის და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები