LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2886
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმის დაჭერას, რადგან მაღალია პროვოკაციების, თაღლითობისა და ინტრიგების ალბათობა.

მოაწესრიგეთ სახლი, მოიშორეთ თავიდან უსარგებლო ნივთები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორთან ურთიერთობის გარჩევა, უმჯობესია ყველა პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, პაემნებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ახალი კონტაქტების გაბმის და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და კბილების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები