მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:36-დან 19:32 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მეტი დრო დაუთმეთ საშინაო საქმეებს და ხანდაზმულ ნათესავებთან ურთიერთიბას. აკონტროლეთ ემოციები და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – მიირთვით ხილი და ბოსტნეული, დროებით მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა მასაჟისთვის, გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას, ნუ გადატვირთავთ თირკმელებს ზედმეტი სითხით.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – აუცილებლად საიდუმლოდ შეინახეთ დღევანდელი სიზმარი.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო და კირჩხიბი.