LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2453
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოქმედებისას, მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფთა ქცევას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. მართალია, მოიმატებს დეპრესია და აგრესია, გაძლიერდება ეჭვები, შიშები და კომპლექსები, მაგრამ ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე გიშერი, მარჯანი, აქატი, ზურმუხტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები