LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2989
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:44-დან 19:52 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტუიციისა და ფანტაზიის მმართველი პლანეტის – ნეპტუნის რეტროგრადულობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ბევრს ძველი პროექტების, საქმეებისა და ურთიერთობების გადახედვას, გამოსწორებასა და ახლებურად წარმართვას აიძულებს.

მოულოდნელობების დღეა, თუმცა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად სასიკეთო ან საზარალო იქნება დღევანდელი სიურპრიზები.

აუცილებლად გაითვალისწინეთ დღეს მიღებული ინფორმაცია.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის, ძველი ავეჯის განახლებისა და რესტავრაციისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის, თმისა და სახის კანის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან, გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები