დღე გეომაგნიტურია, რაც უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ყურადღება მიაქციეთ, მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დილის 09:00 საათზე და გასტანს თითქმის მთელი დღის განმავლობაში (24:00-მდე). ე.წ უკურსო მთავრის პერიოდი ადამიანებში იწვევს ყურადღების მოდუნებას და ზრდის ტრავმებისა თუ შეცდომების დაშვების რისკს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, იყავით მაქსიმალურად ფრთხილად საჭესთან და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ეს ეხება როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს.
ამავდროულად, ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს და ამ ზეგავლენის შედეგად, მომდევნო ერთი თვის მანძილზე ადამიანებში განაპირობებს კუროს ნიშნისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ორგანიზებულობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, მოთმინების უნარი, სტაბილურობისადმი მიდრეკილება, პრაგმატულობა, თუმცა, ამავდროულად განავითარებს კუროს ისეთ ნეგატიურ თვისებებს როგორიცაა სიჯიუტე, სიზარმაცე, ზემდეტი პირდაპირობა.
დღის რეკომენდაცია – დღე მოითხოვს სიმშვიდეს და წინდახედულობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღევანდელი რთული ენერგეტიკული ფონი მაინც გვიბიძგებს სიფრთხილისკენ. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანი საკითხების მიმართ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, დაპირებების გაცემას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რემონტის დაწყებასა და თმის შეჭრა-შეღებვას. დღეს გაცემული დაპირებები ხშირად შეუსრულებელი რჩება, ამიტომ ნუ დადებთ მნიშვნელოვან პირობებს და ნუ ეცდებით ურთიერთობების რადიკალურად შეცვლას.
ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკა. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, თამბაქოსა და გონებრივ გადაღლას. კვების რაციონში შეზღუდეთ რძის ნაწარმი (ლორწოს დაგროვების თავიდან ასაცილებლად). რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები, კოსმეტიკური პროცედურები და ღვიძლისა თუ ნაღვლის ბუშტის მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ტოპაზი, სერდოლიკი, აკვამარინი და ლაბრადორი. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ნარინჯისფერ, ბეჟ, ვერცხლისფერ, ყვითელ, ცისფერ ტონებს, რაც გააძლიერებს თქვენს მომხიბვლელობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებისათვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.