LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4953
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე იმყოფება მეტად ერთგულ, სტაბილურ კუროს ნიშანში, ხოლო მთვარე ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციურ კირჩხიბში. ეს კომბინაცია თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და განწყობაზე აისახება.

დღის რეკომენდაცია – დღევანდელი დღე სიმბოლურად წინაპრების პატივისცემასა და მათ მიერ დაწყებული საქმეების გახსენებას უკავშირდება. დღე მთლიანობაში სასიკეთოა ახალი ცოდნის მისაღებად, კონტაქტებისა და სასარგებლო რჩევების გათვალისწინებისათვის. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, ასევე ძვირადღირებული ნივთების, საჩუქრებისა და ავეჯის შესაძენად. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. დღე ხელს უწყობს ოჯახური ტრადიციების განმტკიცებასა და ახლობლებთან ურთიერთობის გაღრმავებას. წარმატებულია კულინარიული საქმიანობა, ფოტოგრაფია, ვაჭრობა და ხალხური შემოქმედების ნიმუშების შეძენა. ხელსაყრელი დროა სასამართლო პროცესებისა და ცხოველების შესაძენად.

მოერიდეთ ბინის შეცვლას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ქორწინებას, ვალის აღებასა და დაპირებების გაცემას. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა, ამიტომ საბუთებს ხელის მოწერამდე განსაკუთრებული ყურადღებით გაეცანით. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრების ახდენა საეჭვოა.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, პოზიტიური პერიოდია კბილების, ძვლების, სახსრების, მუხლებისა და ხერხემლის მკურნალობისათვის.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი, ოპალი და მარჯანი. ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე, თეთრ, ვერცხლისფერ და ცისფერ ტონებს – ეს ფერები საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შარმს და მოიზიდავს წარმატებას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურია ქალწულის, მორიელის და თხის რქას ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძებისა და ტყუპებისთვის, მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები