დღეს მზე ვერძის აქტიურ, ენერგიულ, უშიშარ და ინიციატივიან ნიშანშია, მთვარე კი მეტად წინდახედულ, ფრთხილ და ერთგულ კუროშია. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში. ეს არის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციების, ახალი საქმეების დაწყებისა და პერსპექტიული გეგმების დასახვის დღე.
დღის რეკომენდაცია – დღე ხელს უწყობს კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს. კარგი დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკისა და შინაური ცხოველების შესაძენად. კარგი პერიოდია ვაჭრობისთვის, მშენებლობისთვის, არქიტექტურული საქმიანობისა და მგზავრობისთვის. ხელსაყრელი დროა მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისთვის. მოერიდეთ გადაღლას, რისკიან ქმედებებსა და სულსწრაფობას. აკონტროლეთ თქვენი საფულე და ნუ გასცემთ ზედმეტ თანხებს. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. ეფექტურია რეპროდუქციული სისტემის მკურნალობა და სახის კანის მოვლა. ნუ გადატვირთავთ კუჭს, მოერიდეთ ცივ და გაზიან სასმელებს. არ არის რეკომენდებული პიგმენტური ლაქების მოშორება.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების მოსაზიდად და თქვენი შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენეთ მინერალები: აქატი, მალაქიტი, გიშერი, და ონიქსი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ყავისფერ, ლიმონისფერ, მწვანე და ბეჟ ტონებს, რაც ხაზს გაუსვამს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულის, მორიელის და თხის რქას ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძის, ტყუპებისა და ლომისათვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.