დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 23:29-დან 23:43 საათამდე, რადგან ეს არის მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. დროის ამ მოკლე პერიოდში, ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს ორმაგი ყურადღება მართებთ.
თან დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – იყავით წინდახედული სიტყვებში, რადგან დღე მოითხოვს მეტი მოთმინების, ემოციების კონტროლისა და შრომისმოყვარეობის გამოვლენას. კარგია სახლის სველი წესით დალაგება, კულინარია და ფოტოგრაფია. პოზიტიური დროა შემოქმედებითი მუშაობისთვის, ვაჭრობისთვის, ხალხური შემოქმედების ნიმუშების შესაძენად და სასამართლო პროცესებისთვის. დღე ხელს უწყობს ოჯახური ტრადიციების გაღრმავებასა და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგებას.
მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლასა და დაპირებების გაცემას. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა, ამიტომ ნებისმიერ საბუთს ხელის მოწერამდე კარგად გაეცანით. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს პარტნიორის მშობლების გაცნობა კარგ და ნაყოფიერ შედეგს მოგიტანთ.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილების, სახსრების, მუხლებისა და ხერხემლის მკურნალობა. კვების რაციონში შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი და ოპალი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ თეთრ, მწვანე, ბეჟ, იისფერ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ლომების, სასწორების, მშვილდოსნებისა და მერწყულებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.