დღეს ახალმთვარეობაა, რაც საკმაოდ მძიმე და აგრესიულ ენერგეტიკულ ფონს ქმნის. მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ხდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, აქედან გამომდინარე, ადამიანებში განაპირობებს აგრესიას, კამათს, დეპრესიულ გამოვლინებებს, მოიმატებს სულსწრაფობა, ეგოიზმი და ტრავმულობის რისკი. შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალია. ჯანმრთელობასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
განსაკუთრებული ყურადღება კი მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 15:53 საათიდან იწყება და გასტანს თითქმის 20:00 საათამდე. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც მძღოლებისა და ქვეითებისგან მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს.
დღის რეკომენდაცია – არ დაიწყოთ ახალი საქმეები, მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, სესხის აღება-გაცემას, ხელშეკრულებების დადებასა და მოლაპარაკებებს. არ არის სასურველი ფინანსური ოპერაციების ჩატარება და კაპიტალდაბანდება. დღე კარგია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, ხოლო საღამო შემოქმედებითი მუშაობისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება. დღეს მკაცრად დაიცავით წესები, რადგან დაჯარიმების ტენდენცია აშკარად მაღალია.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ადვილად შეიძლება წამოეგოთ პროვოკაციებს, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას, რადგან ახალმთვარეობის ენერგია კონფლიქტებს ამწვავებს. დღეს არ არის სასურველი ქორწინება.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თავი და გრძნობათა ორგანოები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და თმის შეჭრას. აკონტროლეთ ემოციური მდგომარეობა, რათა თავიდან აიცილოთ დეპრესიული მომენტები.
დღის მინერალები და ფერები – დღის განმავლობაში გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი, ხოლო საღამოს აქატი და მალაქიტი. ავი თვალისგან დაცვისთვის, განსაკუთრებით კარგია გიშერი. ფერებიდან – დღის განმავლობაში პრიორიტეტი მიანიჭეთ: წითელ, ყვითელ და ლურჯ ტონებს, საღამოს კი ყავისფერს, ცისფერს, მწვანესა და ტერაკოტისფერებს. ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროსა და თევზებისათვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.