განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის 01:00 საათზე დაიწყება და 21:02 საათამდე გასტანს. ამ დროს ადამიანებში საგრძნობლად დუნდება ყურადღება, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. მაქსიმალური ყურადღება მმართებთ ქვეითად მოსიარულეებსა და მძღოლებს.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით გამოირჩევა – „თეთრი მთვარე“ (სელენა), რომელიც მფარველი ანგელოზის ენერგიას ატარებს, უერთდება დაღმავალ კარმულ კვანძს. დღეიდან, 21 აპრილიდან 16 მაისამდე ეს მოვლენა ხელს შეუწყობს მედიცინის, მეცნიერების, საბანკო და საინჟინრო სფეროების განვითარებას.
დღის რეკომენდაცია – დღეს ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, ყველაფერში კარგად გაერკვიეთ და მხოლოდ რეალურ ფაქტებს დაეყრდენით. კარგი დროა ტექნიკის, კომპიუტერებისა და გაჯეტების შესაძენად, კონფერენციებისა და აუქციონების მოსაწყობად. მოერიდეთ ახალი საქმის, რემონტის დაწყებას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და თმის შეჭრა-შეღებვას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოებების გათქმას.ურთიერთობებში ნუ აჰყვებით ფანტაზიებს, იყავით პრაგმატულები.
ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის რეკომენდებული. დღეს იგრძნობა ჟანგბადის უკმარისობა, ამიტომ მოერიდეთ ჩაკეტილ სივრცეებს, თამბაქოსა და სიმძიმეების აწევას. ზედმეტი ინფორმაციით გონების გადაღლა ნეგატიურად აისახება თქვენი ძილის ხარისხზე. მოერიდეთ მანიკიურისა და პედიკურის გაკეთებას.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური მფარველობის მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ნაცრისფერს, ყვითელს, ბეჟ, ცისფერსა და ნარინჯისფერს, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროს, კირჩხიბის და ასევე თევზებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.