LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2600
მიხეილ ცაგარელი

დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საღამოს პერიოდში, 19:46-დან 20:20 საათამდე, რადგან ამ დროის მონაკვეთში მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდია. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს მართებთ გამოიჩინონ სიფრთხილე.

ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – დღეს მოიმატებს შრომისუნარიანობა. ხელსაყრელი დღეა კულინარიისთვის, სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, მგზავრობისთვის, მშენებლობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დღე პოზიტიურია მეგობრული კონტაქტების, ახალი ნაცნობობის, ქორწინებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. კარგი დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკისა და შინაური ცხოველების შესაძენად. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და დიზაინზე მუშაობა წარმატებული იქნება.

პარტნიორული ურთიერთობები – საღამოს მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვები და ბრონქები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. გეომაგნიტური ფონის გამო აკონტროლეთ წნევა და გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები. ეფექტურია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა. მოერიდეთ ცივ გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებს. ასევე, ყურების გახვრეტას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბის და თევზების ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბული პერიოდია სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები