დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ეთიკური და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი მებრძოლი და უშიშარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ცინიზმს და სარკაზმს. არ ღირს წვრილმანებზე გაღიზიანება და უმიზეზოდ ეჭვიანობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გარკვევისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ინტიმურ ურთიერთობას, რადგან მაღალია ვენერული დაავადებების გადადების ალბათობა. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ენდოკრინული და სუნთქვის სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლის და ცხარე საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, იასპი, ობსიდიანი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.