LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3704
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

არ ღირს სხვის საქმეში ცხვრის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა უკმაყოფილებას გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტად დაწვრილმანება და პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ღვიძლის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები