LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3224
მიხეილ ცაგარელი

დღესაც ნარჩუნდება გეომაგნიტური ფონი, რაც პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – დღე მთლიანობაში კარგია ქარიზმატული ადამიანებისთვის, თუმცა მოერიდეთ დიქტატორული თვისებების გამოვლენას. არ ვარგა მსხვილი საყიდლების გაკეთება და მატერიალური საკითხების გადაწყვეტა. პოზიტიური პერიოდია სამგზავრო ბილეთების შესაძენად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე უცხოელებთან კონტაქტებისა და საელჩოებში ვიზიტისთვის. კარგია უცხოეთში კაპიტალდაბანდება და სპორტული ლაშქრობები. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ სიზმრებს – ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.

პარტნიორული ურთიერთობები – ნუ ეცდებით სხვებზე დომინირებას. დიპლომატია და ქარიზმა დღეს თქვენი მთავარი იარაღია.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი, ხერხემალი და ვენები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. გეომაგნიტური დღის გამო აკონტროლეთ წნევა, გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები და მეტი დაისვენეთ. რეკომენდებულია ვარჯიში, წყლის პროცედურები, მასაჟი, ასევე ფილტვების, ხელების, ბრონქებისა და მეტყველების მკურნალობა. კვების რაციონში შეიტანეთ თევზეული – ეს გააძლიერებს იმუნიტეტს. მოერიდეთ სისხლის გადასხმასა და ყურების გახვრეტას.

დღის მინერალები და ფერები – კოსმიური შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ფირუზი, ლალი, წითელი იასპი, ქარვა და საფირონი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ლურჯ, ცისფერ და იისფერ ტონებს (როგორც კომბინაციაში, ისე ცალ-ცალკე), ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომისა და მერწყულის ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულისა და მორიელისთვის. მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები