LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1445
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:28-დან 15:27 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხვალინდელი მზის დაბნელების წინ დღევანდელი დღეც ენერგეტიკულად რთული იქნება. მოერიდეთ ხალხმრავლობას, დაისვენეთ მშვიდ გარემოში, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, ცდუნებებს და ილუზიებს. მართალია, მოიმატებს ნეგატიური ფიქრები და გაძლიერდება დეპრესია, მაგრამ ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმით შეხედოთ მომავალს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, იაგუნდი, ლალი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები