LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1189
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან საკმაოდ რთული, პროვოკაციული და წინააღმდეგობრივი დღეა. არ ღირს ზედმეტი ამბიციების და ამპარტავნობის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფებს გააღიზიანებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საკანცელარიო და საოფისე ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან და ოფიციალურ პირებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალერგიული და ბიოლოგიური დანამატებით გამდიდრებული პროდუქტის მირთმევისგან. მოერიდეთ თვალების გადაღლას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და კუჭის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები