მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:00 საათამდე განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ინტელექტის მმართველი პლანეტის მერკურის რეტროგრადულობა, რაც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, დაამძიმებს ურთიერთობას როგორც ადამიანებს, ისე ორგანიზაციებსა და ქვეყნებს შორის, შეაფერხებს მგზავრობას და მოგზაურობას, მოიმატებს საგზაო შემთხვევების, საცობების წარმოამნის ალბათობაც. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, კულტურული და გასართობი ღონიოსძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ თირკმელებს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, საფირონი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და თევზებს.