LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

292
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:53-დან 18:02 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დადებითი ცვლილებების დღეა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწრაფად შეძლებთ მოქმედებას და ახალ გარემოსთან ადაპტირებას.

არ ღირს მეგობრების ზედმეტად ნდობა და საკუთარი საიდუმლოს განდობა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ზედმეტი სიჯიუტის, სიხისტისა და პირდაპირობის გამოვლენას, რადგან ასე მხოლოდ პარტნიორს გაანაწყენებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საკანცელარიო და საოფისე ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისა და ექიმის კონსულტაციის მიღებისთვის, თუმცა არ ღირს კუჭის მკურნალობა და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები