დღეს მზე ვერძის აქტიურ და ენერგიულ ნიშანშია, მთვარე გადაინაცვლებს მეტად ორგანიზებულ და შეუპოვარ თხის რქაში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – დღეიდან 19 მაისამდე საქმიანობის, აგრესიის მმართველი პლანეტა – მარსი გადაინაცვლებს თავის საყვარელ ადგილსამყოფელში – ვერძის ნიშანში , რაც ადამიანებში განავითარებს ერთი მხრივ ბრძოლისუნარიანობას, მებრძოლ, უშიშარ ხასიათს, ლიდერულ თვისებებსა და ენერგიას, თუმცა მეორე მხრივ ეგოიზმს, სულსწრაფობასა და აგრესიულობას.
დღის რეკომენდაცია – ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ საქმეებზე გადაიტანეთ თქვენი ძირითადი ყურადღება. დღეს მოიმატებს ადამიანებში ინტუიცია. პერიოდი კარგია ექსპერტიზისთვის, მავნე ჩვევებისგან (განსაკუთრებით თამბაქოსგან) გათავისუფლებისთვის, კოლექციების შეგროვებისა და ტრადიციების ჩაღრმავებისთვის. ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, მანქანის შესაძენად და ნადირობისთვის. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – არ არის სასურველი ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გარჩევა, ქორწინება და ახალი კავშირების დამყარება. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს პარტნიორულ სფეროში.
ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. ეფექტურია სახის კანის მკურნალობა და ფრჩხილების მოვლა. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, პიგმენტური ლაქების მოშორებას, სტომატოლოგიურ პროცედურებს. ნუ მიიღებთ თაფლს, თხილსა და ალერგიის გამომწვევ სხვა პროდუქტებს.
დღის მინერალები და ფერები – წარმატებისთვის აუცილებელი ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და მარჯანი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ყავისფერს, ბეჟს, ყვითელს, მწვანესა და ნაცრისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულის, მორიელის და თხის რქას ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, რომლებსაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.