LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

858
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:00-დან 23:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ეცადეთ ყველა საკამათო საკითხი, მშვიდად, კომპრომისებისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროთ.

პარტნიორული ურთიერთობა – აუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი და გაუწიეთ ანგარიში მის სურვილებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის, მარილიანი საკვების და ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები