სოციალურ ქსელში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით არაერთი წარმატებული ხუმრობა წაგვიკითხავს და გვინახავს, ერთ-ერთი მათგანი კი ახლახან ანა გვალიამ დადო.
მან „ფეისბუქზე“ 10-ლარიანის ძველი და ახალი ბანკნოტები განათავსა, რომლებიც ერთად აქვს გადაღებული და დაწერა: „ლარი ისე გაუფასურდა, წერეთელმა მოიხედა…“
შეგახსენებთ, რომ 10-ლარიანზე აკაკი წერეთელია გამოსახული.