LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ლოტი: იყიდება მეფე ჩარლზ III ელექტროქარი

125
მეფე-ჩარლზი

მეფე ჩარლზის უნიკალური ელექტროქარის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კროსოვერი, რომლითაც მისი უდიდებულესობა კორონაციამდე დადიოდა, Historics-ის აუქციონზე გამოიტანეს. ეს I-Pace ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი ელექტრომობილი გახდა, თანაც ჩარლზმა, პრინცობის მიუხედავად, ის თავისი ფულით შეიძინა. თავდაპირველად ავტომობილი ნაცრისფერ Eiger Grey-ის შეფერილობის იყო, თუმცა მომავალმა მეფემ ყველაფერი გააკეთა რომ მის საყვარელ Loire Blue-ს ფერში გადაეღებათ.

სამეფო ოჯახი ავტომობილს 2018-დან 2021 წლამდე იყენებდა და გარდა ჩარლზისა, სალონში ელიზაბეტ II და მეგან მარკლიც შეუნიშნავთ.

უნიკალური ელექტროქარი 55-70 ათას ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული, როცა 2024 წლის I-Pace-ის ფასი ბრიტანეთში 69,99 ათასი ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები