დღეს, 9 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს საპატრიარქოსთან, საბოლოოდ აქცია “დედაენის ბაღში” დასრულდა.
გვიწვევენ, რომ რუსთაველზე მოხდეს სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ – უცნობი
უცნობი 1 000 ლარით დაჯარიმდება – თბილისის მერია
თბილისში, დღეს გამართულ აქციას პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მთელი თბილისი გამოვალთ და ნახავთ რაოდენობას, ნახავთ რა რაოდენობა გამოდის აქციაზე”- ამბობდა” უცნობი”!!!!
თბილისი ბრძენია -ხალხი ბრძენია – მიუხედავად ხელისუფლების ჩართულობისა, ძალისხმევისა,
თბილისი – ხალხი არ გამოვიდა!
ეს ფაქტია და ეს კარგია!
“ღმერთი სიყვარულიაო” თქვა გია გაჩეჩილაძემ!
დიახ გია, ღმერთი სიყვარულია გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული-ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება, როგორც თავად განაცხადე “იპოდრომის აქცია დაშალეო სააკაშვილმა მითხრა და მე “სიხშირე “მოვთხოვეო”
მოკლედ მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მუქარა-დაპირისპირება არ შედგა, არ შედგა, რადგან თბილისი მეტი აღარ დაუშვებს დაპირისპირებას, თბილისი თბილი და საოცარი ქალაქია, ბრძენი ხალხით, ბრავო თბილისი!”-წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.