LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ, სარეცხს ვრეცხავ და მეამაყება, კულინარიც კარგი ვარ და არც სწავლას და კარიერას ვაკლებ ყურადღებას“ – რას ამბობს თათა გიორგობიანი მის გარშემო ატეხილ „სკანდალთან“ დაკავშირებით

19767
Untitled design (16)

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში მის გარშემო ატეხილ „სკანდალზე“ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც თათა განმარტავს, დამახინჯებული კონტექსტისა და ამოგლეჯილი ფრაზების გამო, მას სხვადასხვა სოც.ქსელში აბულინგებენ.

„მოგესალმებით ჩემო ჰეითერებო. დიახ, მამაკაცი არის დომინანტური არსება ბიოლოგიურად და მე ეს ვთქვი, ამდენი საუკუნე ეს არ იცოდით, ხომ და დიახ, მორჩილება, დათმობა და კომპრომისი არ ნიშნავს მონობას, მაგრამ თქვენ ეს რატომღაც ასე გაიგეთ. ის ვერ გაიგეთ, რომ დათმობა და კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს ურთიერთობაში“, – განმარტავს თათა.

ვიდეოს, რომელიც თათამ სოციალურ ქსელში განათავსა, შემდეგი აღწერა აქვს:

„დიახ, სარეცხს ვრეცხავ და მეამაყება, კულინარიც კარგი ვარ და არც სწავლას და კარიერას ვაკლებ ყურადღებას“.

როგორ ზრუნავს მეუღლეზე თათა გიორგობიანი: „მირჩევნია, ჩემი ხელით მოვამზადო, მე ვიტრიალო სახლში და გავიღო ენერგია ჩემი ოჯახისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები