მედიის ცნობით, 50 წლის მსახიობმა, ბრედლი კუპერმა თავის რჩეულს, 30 წლის სუპერმოდელ, ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა. წყვილი ქორწილის გადახდას 2026 წელს გეგმავს.
როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, კუპერმა უკვე გაანდო ეს ამბავი საკუთარ დედას, გლორია კამპანოს.
„ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ბრედლი დედას ყველაფრის საქმის კურსში აყენებს“, – ამბობს წყარო.
ამავე ინფორმაციით, ჯიჯიმ წინასწარ იცოდა მოსალოდნელი ნიშნობის შესახებ და „მისის კუპერის“ სტატუსზე დედასთან, იოლანდასთან და მამასთან, მოჰამედ ჰადიდთან ერთად მსჯელობდა.
შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის შესაძლო ნიშნობაზე საუბარი ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო. ცოტა ხნით ადრე მოდელმა დაბადების დღე კუპერის გარემოცვაში აღნიშნა და მათი ურთიერთობის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელებში. ფოტოზე ყურადღება ბეჭედმა მიიქცია.
ამის შემდეგ ჯიჯი რამდენჯერმე შენიშნეს კუპერის შვილთან, ლეასთან ერთად, რომელიც მსახიობს მოდელ, ირინა შეიკისგან ჰყავს.
ცნობისთვის, ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა ურთიერთობა 2023 წელს დაიწყეს. „ოსკარის“ ნომინანტ მსახიობს წარსულში ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა მსახიობ, ჯენიფერ ესპოზიტოსთან, ხოლო ირინა შეიკთან ურთიერთობის შედეგად ჰყავს ქალიშვილი ლეა. ჯიჯი ჰადიდისთვის, რომელიც მომღერალ ზეინ მალიკისგან შვილს, ჰაის ზრდის, ეს ქორწინება პირველი იქნება.