მე მოვუსმინე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებსა და მიდგომებში, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადააყენა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია.
ბახტაძის თქმით, ქობულიას პოზიციაც იყო, რომ ის ვერ გააგრძელებდა გუნდში მუშაობას.
” მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც სუბიექტურად უნდა მიმეღო. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დახურულია,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.