რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კუჩერენკო, რუსეთის განათლებისა და მეცნიერების განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ის კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, დაბრუნებისას თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა, რათა პიოტრისთვის დახმარება აღმოეჩინათ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.