ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მისი მცირეწლოვანი შვილისა და საპატრულო პოლიციის ფოტოს აქვეყნებს.
“როცა მოულოდნელად გზაზე გაუთვალისწინებელი ამბავი შეგემთხვევა, მაგრამ კარგი ადამიანების წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება. ქუთაისი”, – წერს დიანა ტრაპაიძე.
როგორც ირკვევა ჟურნალისტი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქობულეთში მიდიოდა, ქუთაისში ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. ქუჩაში დარჩენილს, პრობლემის მომენტალურად აღმოფხვრაში მას პატრული დაეხმარა.