LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

51
789po89

დედოფალმა ელისაბედ II-მ დაამტკიცა მთავრობის ახალი კაბინეტი, რომელსაც ლიზ ტრასი უდგას სათავეში.

ტრასმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა და ის 6 სექტემბერს გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

მანამდე ტრასი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამ თანამდებობაზე მას  ჯეიმს კლევერლი შეცვლის.

ლიზ ტრასის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ტერეზა კოფი, ჯანდაცვის მინისტად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა სუელა ბრავერმანი. ადრე მას გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა.

თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მინისტრებს შორის, რომლებმაც ახალ მთავრობაში თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

ფინანსთა მინისტრად დაინიშნა კვაზი კვარტენგი, რომელიც წარსულში ბიზნესის საკითხების მინისტრი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g