LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში Lamborghini-ს ტაქსი გამოჩნდა

64

დიდ ბრიტანეთში Lamborghini-ს კიდევ ერთი ტაქსი გამოჩნდა. The Sun წერს, რომ ორკარიანი Huracan სამსახურში რამდენიმე კვირაში გავა.

ავტომობილმა ქალაქ ლინკოლნის მუნიციპალიტეტისგან ლიცენზია უკვე მიიღო. ის კომპანია Handsome Cabs-მა დაარეგისტრირა. დღეისათვის Huracan-ის მინიმალური ღირებულება დიდ ბრიტანეთში 180 000 ფუნტი სტერლინგია.

სუპერქარის გამოყენება შეიძლება როგორც ჩვეულებრივი მგზავრობებისთვის, ისე განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. ამჟამად Handsome Cabs ახალ საფასო პოლიტიკაზე მუშაობს და ავტომობილის კომპლექსური დაზღვევის საკითხით არის დაკავებული.

2016 წლის გაზაფხულზე ქალაქ ვულვერჰემპტონის მუნიციპალიტეტმა ტაქსის ლიცენზია Lamborghini Huracan-ს მისცა. ის ქვეყანაში პირველი ასეთი ავტომობილი გახდა, რომელმაც ლიცენზია მიიღო.

კომპანია, რომელსაც ტაქსი ეკუთვნის, მას საზეიმო ტრანსპორტად მოიხსენიებს, მაგალითად საქორწინოდ, ან საბანკეტოდ. სუპერქარი ტაქსის ფასი ჩვეულებრივი მგზავრობისას 349 ფუნტიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები