LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

532
ანა იანუშაიტიტე

„დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, 12 წლის ანის დედა დაზარალებულად ცნეს – „უფლებები საქართველო“

მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

„2023 წლის 5 ივლისს, „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას აცნობა, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების პროცესში კონკრეტული სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, თუ როგორი მეთოდებით უნდა მომხდარიყო გვამიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღება და როგორ პირობებში უნდა შენახულიყო ბიოლოგიური მასალები, მტკიცებულების დაზიანების/განადგურების თავიდან ასაცილებლად.

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები.

საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი…ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვას) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე.

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას გვამიდან აღებული მასალების დაზიანების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – პროკურატურა

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g