თბილისში, დიდ დიღომში, წუხელ ერთი პირი მოკლეს. გარდაცვლილია მამაკაცი, ასევე დაჭრილია ერთი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მკვლელობის ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.