LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა… საქმე გვაქვს მაღალ პროფესიონალიზმს გაზავებულ ზე-ნიჭიერებასთან, რომელიც იპყრობს და იპყრობს მსოფლიო სცენებს“ – როგორ ულოცავს ნიკოლოზ რაჭველი გიორგი გიგაშვილს დაბადების დღეს

146
ნიკოლოზ რაჭველი

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი, რომელიც 24 წლის გახდა, სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და მსმენელისგან უამრავ მილოცვას იღებს.

პიანისტს ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველიც:

„ათასი ფოტო კი დაგვიგროვდა ამასობაში, მაგრამ წლევანდელი წლის „სავალდებულო სადაბადებისდღეო“ სტატუსისათვის ეს რამდენიმე შევარჩიე ჩქარ-ჩქარა, თუმცა გზად ყველა კი გადავათვალიერე და მივხვდი, რომ საკმაოდ ცოტა და, ამავდროულად, დახუნძლულ წლებში იმდენი თავგადასავალი დამიგროვდა მასთან ერთად, იმდენი დღესასწაული და სიხარული, მან რომ მომანიჭა, რომ მათი ჩამოთვლა უბრალოდ… გადავიფიქრე!

რადგან: ყველამ, ვინც ჩემს ტექსტს კითხულობს, ზუსტად იცის, რომ საქმე გვაქვს მაღალ პროფესიონალიზმს გაზავებულ ზე-ნიჭიერებასთან, მულტი-ჟანრულ უცხოპლანეტელისებრ ჰიბრიდთან და მანიაკალურ პატრიოტთან, რომელიც იპყრობს და იპყრობს მსოფლიო სცენებს და კარგი მუსიკის მსმენელების გულებს!

ჰოდა დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა და დიდება გიგაშას, რომელიც, თავის მხრივ, სცენაზე, ეკრანზე თუ რუსთაველის პროსპექტზე ასახელებს, იცავს, უვლის და თავს ევლება საქართველოს!

ვიდეო: კარნეგი-ჰოლში გიორგი გიგაშვილის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა – „ასეთი ოვაციების ფონზე, ამ ოქროს ბიჭმა სცენიდან მოგვმართა – ჩემო ქართველებო, ნუ დაღონდებით, ყველაფერი კარგად იქნებაო“

მიყვარხარ არანორმალურო!!!

P.S. საკმაოდ მალე დავუკრავთ ჩვენს ეროვნულ ორკესტრთან ერთად და გავახარებთ თბილისში მყოფ გულშემატკივრებს!

მეტ დეტალებს კი 1 კვირაში გაგიზიარებთ!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

ათასი ფოტო კი დაგვიგროვდა ამასობაში, მაგრამ წლევანდელი წლის “სავალდებულო სადაბადებისდღეო” სტატუსისათვის ეს რამდენიმე…

Posted by Nikoloz Rachveli on სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024

ფოტო სლაიდზე: ილია ბაბურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g