LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდება უკრაინას“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

305
274417794-254519123521282-8656371238852614040-n

მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები „მოძრაობა სირცხვილია“, „დემოკრატიის მცველები“, „შეცვალე“ და „დროა“ არიან. მათ ბანერები წარწერით: „დიდება უკრაინას“, „დიდება გმირებს“, „საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე“ აქვთ მიტანილი.

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ამ ძალიან მკაფიო დაპირისპირებაში, ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ განვითარებულ სამყაროსა და აგრესორ რუსეთს შორის, ჩვენი ხელისუფლება არ არის დასავლეთის მხარეს, შესაბამისად, არ იცავს საქართველოს იმ საფრთხეებისგან, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს“.

„ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შემოიფარგლოს საქართველოს პოზიცია მხოლოდ მთავრობის მოქმედებებით. მოქალაქეების აქტიურობა, თითო დროშა გაშლილი, თითო ადამიანი გამოსული, ეს არის სოლიდარობის ის ჟესტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს და აჩვენებს საქართველოს სახეს, რომ ჩვენ სინამდვილეში გაკეთებული გვაქვს დასავლური არჩევანი,“ – ამბობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g