მწერლის, ლიტერატურათმცოდნისა და ესეისტის, მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა.
„ეპოქა დასრულდა! მახო ხარბედიას არილის, ღვინის კლუბის და შეთხზული მეების ეპოქა… მან შეცვალა აზროვნება და დინამიკა ლიტერატურაში, ათასი კარგი და სასარგებლო ადამიანის სიცოცხლით იცხოვრე“ – მალხაზ ხარბედიას მეგობრები ემშვიდობებიან
ამ დღეს ეხმაურება ჟურნალი „არილი“, რომლის მთავარი რედაქტორიც იყო მალხაზ ხარბედია და აქვეყნებს მწერლის ესე-ს – „მე“-ც და გავედით“.
„ეს ადამიანი, რაც წერეთელზე ვმუშაობ, მზეში, ქარში და ძანძახშიც ჟურნალ-გაზეთებს ყიდის და თან სულ კითხულობს. დღეს, რომ მივედი, გაზეთში წავიკითხე, არილის რედაქტორი გარდაცვლილაო და დაიწყო ტირილი… არც ერთი ვიცნობდით პირადად რედაქტორს, მაგრამ შუა წერეთელზე მაინც ვტირით“ – ანა ჯავახიშვილი
„დიდებული ადამიანები რატომ მიდიან ნაადრევად“, „ნათელი მის სპეტაკ სულს“, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
„სულ სითბო და სინათლე შემოჰქონდა ჩემს სივრცეში, ისეთ მომენტებში იცოდა შემოხმიანება, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა… მახოსთან ახლობლობა ბედისწერის საჩუქარი იყო – ბრწყინვალე ინტელექტის, დიდი ცოდნის და გემოვნების მიღმა იყო საოცარი ადამიანი“ – სალომე ასათიანი მალხაზ ხარბედიას ემშვიდობება
ცნობისათვის, მალხაზ ხარბედია იყო ჟურნალების – „ცხელი შოკოლადისა“ და „არილის“, ასევე გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი. იყო მეღვინე და „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი.
მალხაზ ხარბედია ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. ის 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ზუსტად ერთი წლის წინ ვისხედით ასე, არაფერი ეტყობოდა, რომ მის შორიახლოს სიკვდილი იყო..ქართული ლიტერატურა ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“ – დათო გორგილაძე მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას ეხმაურება
დღეს მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა 💔
Posted by არილი on ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025