LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ალბათობით, გრიპის ვირუსის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს – მარიამ ჯაში

20180810181551

დიდი ალბათობით, გრიპის ვირუსის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმაგანაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში გრიპით კლინიკებში მიმართვიანობა იკლებს.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მდგომარეობის გართულებით გამოწვეული გარდაცვალებების გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. აქვე მინდა, საზოგადოება დავაიმედოთ, რომ გრიპით კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში იკლებს და დიდი ალბათობით, ავადობის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს. ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით“, – განაცხადა ჯაშმა.

ამასთან, ის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს ყველა პაციენტისათვის “ტამიფლუს” უფასოდ მიწოდების ინიციატივისათვის, რომელიც მოსახლეობას ფინანსურ ბარიერს მოუხსნის.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ტამიფლუ“ ხვალიდან სრულიად უფასო გახდება ყველა პაციენტისთვის, რომელთაც ექიმის დანიშნულებით აღნიშნული ანტივირუსული მედიკამენტი დასჭირდებათ. მინდა, ამ გადაწყვეტილებისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო, რადგან თუ დღემდე ორსულები, სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სარგებლობდნენ უფასო მედიკამენტით, 12 იანვრიდან ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს უმნიშვნელოვანესი ანტივირუსული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემა. „ტამიფლუს“ ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობდა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს ქმნიდა, რომელიც უკვე მოხსნილია. აქვე მივმართავ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ გრიპით დაავადების პროფილაქტიკის ზომები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რადგან დაავადების გართულების უმთავრესი მიზეზი გვიანი მიმართვიანობა და შესაბამისი მკურნალობის დაგვიანებით დაწყებაა“, – აღნიშნა ჯაშმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ თბილისში 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზიც H1N1 ტიპის ვირუსი გახდა.

ე.წ. ღორის გრიპით დღეს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმში. ამავე დიაგნოზით გარდაიცვალა 28 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა ქუთაისის საავადმყოფოში.

პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ექიმის დანიშნულებით მოსახლეობა ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს უფასოდ მიიღებს.

აქამდე პრეპარატს უფასოდ იღებდნენ მხოლოდ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები