განცხადება – „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერ“ გარკვეულწილად პროვოკაციულია. ვფიქრობ, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ექნება, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ კონსტიტუციონალისტმა, პოლიტოლოგმა ვახტაგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, დათანხმდება თუ არა პარლამენტი პროკურატურის შეთავაზებას.
მელია: ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერი
კონსტიტუციონალისტმა ის პროცედურები განმარტა, რასაც ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პარლამენტს თანხმობას სთხოვს
„ნიკა მელია პარლამენტის წევრია, მას მისივე განცხადების მიუხედავად არ შეუჩერეს უფლებამოსილება, ამიტომ მისი დაპატიმრება, პარლამენტთან თანხმობის გარეშე არის დაუშვებელი. შესაბამისად, პროკურატურის მანევრი, რომ განხორციელდეს, პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ეს რამდენიმე დღე გაგრძელდება, ეს საკითხი ბიუროზე უნდა დადგეს, შემდეგ საპროცედურო საკიხთა კომისიამ უნდა განიხილოს და შემდეგ კენჭი უნდა ეყაროს. ერთი პრეცედენტი ამის წინაზე ვიხილეთ, მეორეს კი ახლა ვანხავთ, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს“.- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა ან გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება: გახარია მელიას გირაოზე
მელია ცდილობს ჰეროიზმის მანტიით შეიმოსოს, სამართალზე მაღლა არავის დგას: მიხეილ სარჯველაძე
კონსტიტუციონალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მელიას საქმის პოლიტიკური და სამართლებრივი ნაწილის გამიჯვნა უნდა მოხდეს.
„ერთია თემა, რის მიხედვითაც აღძრულია საქმე და შეეხება „გავრილოვის ღამეს“, აქ საკმაოდ დიდი დოზით არის პოლიტიკური შემადგენელი, მეორე ნაწილია ის, რაზეც პროკურატურა ითხოვს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. ეს ორი თემა ერთმანეთთან შეიძლება იყოს მიბმული, მაგრამ არა სამართლებრივად. მითუმეტეს იმ განცხადებების შემდეგ, რაც ნიკა მელიამ გააკეთა. ფაქტობრივად, თქვა, რომ მას ხელისუფლება ვერ დაიჭერს“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
კითხვაზე, თუ პროცესები ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი პარტიის თავმჯდომარის დაკავებამდე მივიდა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არსებული პოლიტიკური კრიზისისა და დაანონსებული მოლაპარაკების ფონზე, ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეეცდება პოლიტიკური ვითარების დაძაბვას, თუმცა მისი მოლოდინით, ამას საზოგადოების მწვავე რეაქცია არ ექნება და არც პროტესტის ძლიერ მუხტს გამოიწვევს.
„რადგან არც ერთი მხარე არ თმობს, მოლაპარაკებები უკვე ჩიხში შევიდა. მოლაპარაკებიდან რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი უკვე ნულის ტოლია. ამიტომ, ამ თემაზე ვერ იმუშავებს. მაგრამ თავისთავად მელიას დაკავება ოპოზიციას ახალ სალაპარაკო თემას მისცემს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები.
დღეს, საზოგადოებაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე, არ ველოდები, რომ ამას მოყვება დიდი მანიფესტაციები. რაღაც მომენტში იქნება საპროტესტო ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მასშტაბური, რომ ხელისუფლებას მიაღებინოს გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“.- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.