ქალბატონებს მაღაზია „lipsy” კაბების ახალ კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ”Lipsy” ყოველთვის ანებივრებს ქალბატონებს უმშვენიერესი კაბებით და ამჟამადც ტრადიციას არ უღალატა და ახალი კოლექცია უკვე მათ ელოდებათ.
”ახალ კოლექციაში შედის მხოლოდ ქალბატონებისთვის განკუთვნილი უმშვენიერესი, დახვეწილი კაბები. შედარებით მოკლე კაბის შეძენა 170 ლარიდანაა შესაძლებელი, გრძელის 219 ლარიდან, კაბები გაწყობილია ლამაზი თვლებითა და გიპიურით. რაც შეეხება ფერებს, ჭარბობს ლურჯი და წითელი ფერები”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, ”Lipsy” ბრიტანული ბრენდია ახალგაზრდებისთვის, რომელიც ლონდონის ცენტრში შეიქმნა. ბრენდის მთავარი მიზანი ულამაზესი კოლექციების შექმნაა, რომლებიც პოდიუმიდან პირდაპირ გოგონების გარდერობში გადაინაცვლებს.
ამ ჟამად მაღაზიას მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლს”.