დიდი ბრიტანეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფისში განაცხადეს.
ამასთან, პრემიერის ოფისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აკვირდება ევროპულ ბაზარზე არსებულ ვითარებას.
BBC წერს, რომ მანამდე რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს გერმანიამ და საფრანგეთმა.