LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით დაეხმარება

95
ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

დღეს, ნიდერლანდელ და კანადელ კოლეგებთან ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა თქვა: რომ „დადგა მომენტი, როდესაც უკრაინის მეგობრებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია იმის გარანტირებისთვის, რომ პუტინი წარუმატებლობას განიცდის ამ კატასტროფულ შეჭრაში“.

ჯონსონის განმარტებით, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდები მხარდამხარ დგანან რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ომის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა.

„უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ხანგრძლივი და უცვლელი დახმარების გასაწევად ახლაც და მომავალშიც და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ.

ვლადიმერ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელები და მათი გმირული წინააღმდეგობა. მან ვერ შეაფასა მათი ლიდერის და დასავლეთის ერთიანობა“ ,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g