LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მოდური მამაკაცი

74

ბრენდმა Harvey Nichols 2 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა, რათა ყველაზე მოდური ბრიტანელი მამაკაცი გამოევლინა. რესპოდენტების პასუხი პირველ პოზიციასთან დაკავშირებით თითქმის ერთი და იგივე იყო – რეიტინგის ლიდერი ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გახდა. მეორე ადგილზე პრინცი უილიამი გავიდა, სამეული კი მსახიობმა დენიელ კრეიგმა დახურა.

დანარჩენ ადგილებზე განთავსდნენ: მსახიობები იდრის ელბა და ბენედიქტ კამბერბეტჩი, “ფორმულა 1”-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი, პრინცი ჰარი, ელიზაბეტ მეორის მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, მსახიობი ედი რედმეინი და სხვები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები