LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დაბრუნება – Linkin Park სცენაზე ახალი ვოკალისტით დაბრუნდა და ალბომი დააანონსა

163
page

ლეგენდარული როკ-ჯგუფი Linkin Park სცენაზე დაბრუნდა. ამერიკულმა ჯგუფმა 5 სექტემბერს გრანდიოზული შოუ გამართა.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კოლექტივის ახალი წევრი გახლდათ. კონცერტზე წარადგინეს ბენდის ახალი ვოკალისტი, ემილი არმსტრონგი. მათ ასევე ახალი დრამერი კოლი ბრიტენი ჰყავთ.

ბენდის შემადგენლობის წარდგენისას, მაიკ შინოდამ მსმენელებს მიმართა და განაცხადა, რომ ჩესტერ ბენინგტონის როლს ყველა მათგანი შეასრულებდა.

კონცერტზე ჯგუფმა ძველ ჰიტებთან ერთად ახალი სიმღერა, The Emptiness Machine შეასრულა, დააანონსა ახალი ალბომი, From Zero, რომელიც 15 ნოემბერს გამოვა. ჯგუფი აგრეთვე ტურნეში გამგზავრებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, ჩესტერ ბენინგტონი შვიდი წლის წინ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლეგენდარულმა მუსიკოსმა, მწვავე დეპრესიის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, ჯგუფი 1996 წელს თანაკურსელებმა და ბავშვობის მეგობრებმა, მაიკ შინოდამ, რობ ბურდონმა და ბრედ დელსონმა შექმნეს. თავდაპირველად პროექტს Xero ერქვა. 1999 წელს ჯგუფს ჩესტერი შეუერთდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომმა, Hybrid Theory რომელიც 2000 წელს გამოვიდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში გარდატეხა მოახდინა.

Linkin Park-მა ჩესტერ ბენინგტონთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე ახალი კლიპი გაავრცელა

დიახ, ხარისხიან მუსიკას კვლავ უსმენენ – Linkin Park-ის ჰიტმა, In The End რეკორდი დაამყარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები