კახა კალაძის ოჯახი ცხოველების დიდი მოყვარულია. ცნობილია, რომ წყნეთში თბილისის მერი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან და ძაღლებთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ ანუკიმ გაავრცელა ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ მათ ოჯახს კიდევ რამდენიმე ლეკვი დაემატა.
დიზაინერმა ფანებს სთხოვა, გოგონას სახელის შერჩევაში დაეხმარონ.
„რა დავარქვა ჩვენ ულამაზეს პატარა გოგოს?“ – დაწერა ანუკიმ.
ახლა კალაძეების ვაჟებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. როგორც ჩანს, ოჯახი საახალწლო პერიოდში ქალაქგარეთ ისვენებს და ამის გამო დიდი ჟრიამული ატყდა. ყველაზე მოუსვენარი ნიკოლა ქათმებს ეთამაშება.
ვიდეოს ანუკი არეშიძე აქვეყნებს.