“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან საკუთარი მოქალაქის მიმართ ყურადღება გასაგებია, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოებამ ისიც უნდა გაიხსენოს, როგორ ჩამოჰყავდა უკრაინის სპეცრაზმს მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან:
“გასაგებია, რომ უკრაინა მისი მოქალაქის მიმართ ყურადღებიანი იქნება, მაგრამ გავიხსენოთ, რა მოხდა უკრაინაში და რა ხდება საქართველოში, დიდი დრო არ არის გასული, როცა უკრაინის სპეცრაზმს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახურავიდან სამარცხვინოდ ჩამოჰყავდა, შემდეგ თმებში სწვდნენ და მანქანამდე თრევით მიიყვანეს, საზოგადოებას ეს კადრები ძალიან კარგად ახსოვს.
გავიხსენოთ რა მოხდა უკრაინაში და რა ხდება საქართველოში, როცა პატიმარი იმდენს ბედავს, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, ვინც ასე ემსახურებიან სახელმწიფოს. პატიმარ სააკაშვილის უფლებები და ჯანმრთელობა რა თქმა უნდა, დაცული იქნება. მეგობრული ურთიერთობა ყველასთან გვინდა, მაგრამ ჯერ ჩახედონ, მის, შემდეგ კი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას.” – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კიევში 2017 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ის ბინიდან სპეცრაზმმა გაიყვანა და მანქანაში ჩასვეს. სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო.
“წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში” – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს
ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს