იტალიური ბრენდი BESSINI მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის გაყიდვების მენეჯერმა, სალომე ქევხიშვილმა აღნიშნა, ფასდაკლება ვრცელდება, როგორც შემოდგომა-ზამთრის, ასევე 2017 წლის ზამთრის კოლექციაზე.
”ფასდაკლებულ კოლექციაში მომხმარებელს დიდი არჩევანი ელოდება: ტყავის შარვლების, კაბების, დუტის ქურთუკების, რომელიც წყალგამძლეა და ჰაერს არ ატარებს”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, დიდი არჩევანია ნატურალური ტყავის ქურთუკებზე, წარმოდგენილია შავ და ვერცხლისფერ ფერებში.
ამას გარდა, გეტყვით იმასაც, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქცია იტალიაში იკერება, ”Bessini“-ის ამჟამად ერთი ფილიალი აქვს, სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: სავაჭრო ცენტი ”თბილისი მოლი”.