მაღაზია ”სალამანდრა” მომხმარებელს დიდ ფასდაკლების დღეებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფასდაკლების აქცია სამი დღე გაგრძელდება და, რაც მთავარია, ფასდაკლება სრულ კოლექციაზე იქნება.
”შავი პარასკევის აქცია სალამანდრაში, ასე დავარქვით ამ სამ დღიან დღესასწაულს, რომელიც 25 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასდაკლება, რომელიც 40%-50% შეადგენს ”სალამანდრაში” არსებულ ყველა მოდელზეა, სრულ კოლექციაზე”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მენეჯერის თქმით, ”სალამანდრა” იტალიური ბრენდია, თუმცა აქ ესპანურ და ფრანგულ და გერმანულ ბრენდებსაც შეხვდებით: Tosca Blu, Caprice, Lacoste, Unisa, Franco Fedele.
”სალამანდრა” მსურველებს ყოველ დღე, 11 სთ-დან 21 სთ-მდე ემსახურება. მაღაზიის მისამართია: ”ვაჟა-ფშაველას” N3 და ”ჭავჭავაძის N17.