მოხუცებულთა პანსიონატი „ჩემი ოჯახი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულების ემოციურ წერილებს, რომლებიც მათ თოვლის ბაბუას მისწერეს.
ემოციური წერილების ავტორების სურვილები უმეტესად მსგავსია, ისინი საახალწლო საჩუქრად თოვლის ბაბუას ტკბილეულს და თბილ ტანსაცმელებს სთხოვენ.
„მინდა, რომ ესტუმროთ ჩვენს პანსიონატს, გაახაროთ ბებია-ბაბუები, აუხდინოთ ოცნებები, მათ ძალიან უყვართ სტუმარი, თქვენს მობრძანებას კი განსაკუთრებულად ელოდებიან.. დიდი ხანია მინდა, მქონდეს ზამთრის სვიტრი.. მოკრძალებით ვამატებ ტკბილეულს“, – წერია წერილებში.
„მოხუცებულთა პანსიონატი „ჩემი ოჯახი“ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. 2024 წელი იყოს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების და წინსვლის წელი.
ჩვენმა ხანდაზმულებმა თოვლის ბაბუს წერილები მისწერეს და დიდი სიყვარულით ელიან მის სტუმრობას..“, – წერია მოხუცებულთა პანსიონატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოხუცებულთა პანსიონატი “ჩემი ოჯახი” გილოცავთ დამდეგ ახალ წელს❤️ 2024 წელი იყოს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების და წინსვლის…
Posted by მოხუცებულთა პანსიონატი ჩემი ოჯახი on სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2023
როგორც პანსიონატში აღნიშნავენ, წერილებს, რომლებსაც ბებიები და ბაბუები თოვლის ბაბუას სწერენ, პანსიონატი საკუთარ ფეისბუქკგვერდზე გამოაქვეყნებს.
მოხუცებულთა პანსიონატში “ჩემი ოჯახი” დაიწყო წინასაახალწლო მზადება, რათა გავახალისოთ ჩვენი ხანდაზმულები და შევუქმნათ მათ…
Posted by მოხუცებულთა პანსიონატი ჩემი ოჯახი on შაბათი, 09 დეკემბერი, 2023