LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ კორონავირუსის მკურნალობისას რემდესივირი ხმარებიდან უნდა იყოს ამოღებული“ – გიორგი კამკამიძე

111
giorgikamkamidzernews

კლინიკა „ნეოლაბის“ ხელმძღვანელი, ალერგოლოგ-იმინოლოგი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება არაეფექტურია:

“ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ რემდესივერი ხმარებიდან უნდა იყოს ამოღებული. მისი გამოყენების დაწყება ახანგრძლივებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდს, ეს დამტკიცებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წინააღმდეგია ამ პრეპარატის გამოყენების ნებისმიერი ფორმის კორონავირუსლი ინფექციის დროს. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვერ ვიღებთ იმ თანამედროვე, მიმდინარე გამოცდილებას, რომელიც უკვე დაგროვდა,”- აღნიშნა  ,,დღის კურიერში” გიორგი კამკამიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები